ჩვენ შესახებ

შპს „ნიუ ჰაუსი“ 2015 წელს დაფუძნდა. კომპანიამ არსებობის ამ ხნის მანძილზე შეძლო ქართულ სამშენებლო ბაზარზე თავი დაემკვიდრებინა, როგორც სანდო და მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულმა ჯგუფმა. „ნიუ ჰაუსი“ ასრულებს სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოების სრულ პაკეტს.

ჩვენს კომპანიაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი და მუშა მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შესრულებული სამუშაოების უმაღლეს ხარისხს. ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს საინჟინრო ქსელების (ელექტრო და წყალმომარაგება, დაცვის სისტემები, ვენტილაცია-კონდიცირება) მოწყობაში.

ჩვენი მიზანია, ქართულ სამშენებლო ბაზარზე დავამკვიდროთ მშენებლობის მაღალი სტანდარტი და ყოველთვის ვუპასუხოთ მომხმარებლის სურვილებსა და ახალ გამოწვევებს. ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს.

შესაბამისად, ენერგოეფექტურ ბინაში ცხოვრებით, ჩვენი მომხმარებლები ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ, რაც პირდაპირ აისახება შემცირებულ გადასახადებზე. გარდა ამისა, ენერგიის დაზოგვით ჩვენ ვამცირებთ მის უარყოფით გავლენას გარემოზე და ხელს ვუწყობთ ჩვენივე საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას.

„ნიუ ჰაუსის“ საცხოვრებელი კორპუსები, მაღალ ხარისხთან ერთად, კარგი მდებარეობითაც გამოირჩევა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მაცხოვრებლების კომფორტი. ასე რომ, ჩვენ მიერ აშენებულ კორპუსებში თავს იგრძნობთ მშვიდად და კომფორტულად. გარდა ამისა, ჩვენთან ხელსაყრელი ფასები და მოქნილი გადახდის პირობებია.